მძღოლებისთვის, რომლებიც ტექდათვალიერებას არ გაივლიან, სანქციები მკაცრდება

შს სამინისტრო ავტომფლობელებისთვის, რომელთა სატრანსპორტო საშუალებასაც ტექნიკური ინსპექტირება გავლილი არ აქვთ, ადმინისტრირების გამკაცრებას გეგმავს.
როგორც შს სამინისტროს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, დღეის მდგომარეობით, ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო, ავტომობილის დაჯარიმება თვეში ერთხელ ხდებოდა, თუმცა, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე შსს ცვლილებების პაკეტის ინიცირებას გეგმავს, სადაც დაზუსტდება, რომ სამართალდარღვევაზე რეაგირება 72 საათში ერთხელ მოხდეს.
„დღეის მდგომარეობით, ჩვენ ვაჯარიმებთ 30 დღეში ერთხელ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო. საგაზაფხულო სესიის ბოლომდე დავაინიცირებთ ცვლილებების პაკეტს, სადაც დაზუსტდება, რომ 72 საათში ერთხელ მოხდეს ამ სამართალდარღვევაზე ადმინისტრირება, ანუ დაფიქსირება და დაჯარიმება. პარლამენტის მიერ შეფასდება, რამდენად მიზანშეწონილია მსგავსი მკაცრი მიდგომა სამართალდარღვევის ჭრილში“, – აღნიშნა შს სამინისტროს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსმა, ბექა ლილუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები