„იოანე პავლე მეორე და საქართველო“ – საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
29 მაისს, 9:30 საათზე, 405-ე აუდიტორიაში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს თანამშრომლობით, საერთაშორისო კონფერენცია – „იოანე პავლე მეორე და საქართველო“ გაიმართება.
ორგანიზატორების განცხადებით, კონფერენცია რომის პაპის, იოანე პავლე მეორის საქართველოში ვიზიტის 20 წლისთავს (1999) მიეძღვნება.
კონფერენციის სამუშაო ენაა ინგლისური.