“ღმერთო, არ წამართვა ჩემი შვილი” – 6 წლის თეიმურაზ შალამბერიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
6 წლის თეიმურაზ შალამბერიძე უკვე მეოთხე წელია, რაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო მის ოჯახს იმდენად უჭირს, რომ ხშირად აუცილებელ წამლებსაც ვერ ყიდულობს. ეს ოჯახი სოციალურად დაუცველია და მათ შემოსავალს მიზერული შემწეობა წარმოადგენს. “კარგად დააკვირდით ამ ფოტოს, მეგობრებო! ბავშვის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დგას”,- აცხადებენ “ჩერნოვეცკის ფონდში”. ფონდის წარმომადგენელი თეიმურაზის დედას ესაუბრა.
-რა არის თქვენი შვილის დიაგნოზი და რა ასაკში აღმოუჩინეს მას ეს მძიმე დაავადება?
მაკა: თეიმურაზი ჩვეულებრივად იზრდებოდა, არანაირი ტკივილები და ჩივილები ჰქონდა. სამი წლის რომ გახდა, თავი ასტკივდა. წავიყვანეთ საავადმყოფოში, სადაც აღმოუჩინეს კისტა. იმ დღიდან ბავშვმა 8 ოპერაცია გადაიტანა, თუმცა, არანაირი შედეგი, ჯერჯერობით, არ გვაქვს. თავი საშინლად აქვს დეფორმირებული და დაზიანებული. სხეული, ფაქტობრივად, პარალიზებულია. ხშირად აქვს ეპილეფსიის შეტევები. ექიმები ამბობენ, რომ ახალი ოპერაციაა საჭირო, თუმცა თავად არ იციან, რა შედეგს მოიტანს ის.
-რა თანხა გჭირდებათ ყოველთვიურად წამლების შესაძენად?
მაკა: დაახლოებით, 500 ლარი. ამას ემატება ჰიგიენური საფენები და სპეციალური კვება. ჩვენ ღარიბი ხალხი ვართ და ამიტომ ბინის იპოთეკაში ჩადება მოგვიწია. გავყიდეთ ყველაფერი, რაც ძვირფასი გვქონდა.
-რა შემოსავალი გაქვთ ოჯახში?
მაკა: 200 ლარია ბავშვის პენსია, თუმცა ჩვენ მარტო 100 ლარს ვიღებთ, რადგან წინასწარ გვაქვს აღებული გარკვეული თანხა. ოჯახში ყველა უმუშევარია, არადა, მეორე შვილსაც ხომ სჭირდება ყურადღება. ის სულ რაღაც ერთი წლისა და ოთხი თვისაა.
-სად იმყოფება თქვენი მეუღლე ახლა?
მაკა: დღეს ერთდღიანი შეკვეთა გამოუჩნდა. ღობის შეღებვა თხოვეს და იმწამსვე გაეშურა. ადრე კარგი სამსახური ჰქონდა, მაგრამ იმის გამო, რომ თვეობით უწევდა თბილისის კლინიკაში ბავშვთან ჯდომა, სამწუხაროდ, სამსახური დაკარგა.
-სოციალურად დაუცველი ოჯახი ხართ?
მაკა: არა, არ ვართ. სოციალურმა სააგენტომ უარი განგვიცხადა, რადგან ოჯახში ერთი ავტომობილი გვყავს და ეს, თურმე, ნებადართული არ არის. თუმცა ჩვენ მანქანა აუცილებლად გვჭირდება. თვეში ერთხელ ბავშვს მასაჟის პროცედურებს ვუტარებთ, რის გარეშე ბევრად რთული იქნება…
-რით გეხმარებათ ქუთაისის მერია?
მაკა: წელიწადში ერთხელ 200 ლარის ოდენობის თანხას გამოყოფს მედიკამენტებისთვის. გარდა ამისა, სისტემატურად გვიფინანსებს მასაჟის პროცედურებს.
-ხშირად, მძიმე ავადმყოფი ბავშვის შემდეგ მშობლები აღარ ფიქრობენ მეორე შვილზე, თუმცა თქვენ გეყოთ გამბედაობა!
მაკა: დარწმუნებული ვიყავი, რომ პატარა ძამიკო ან დაიკო დაეხმარებოდა თეიმურაზს განვითარებაში და დააძლევინებდა მარტოობის გრძნობას. მადლობა ღმერთს, გაჩნდა ანასტასია. სიმართლე რომ გითხრათ, მან ენერგიაც კი შემმატა, ხალისი და ძალა სიცოცხლის.
-რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?
მაკა: წამლები და ჰიგიენური საშუალებები, პირველ ყოვლისა, აგრეთვე – საკვები. სხვა ისეთი არაფერი, მხოლოდ ჩემი შვილისთვის აუცილებელი გვჭირდება. ეს არის ჩემი ოცნება, რომ გამოჯანმრთელდეს. ღმერთო, არ წამართვა ჩემი შვილი!
“მეგობრებო, ყოველი ჩვენგანის ვალია, დაეხმაროს ამ ოჯახს. პატარა თეიმურაზს სჭირდება ჩვენი თანადგომა! თუ დღეს არ დავეხმარეთ მას, ხვალ უკვე გვიანი იქნება! თქვენ თავად შეგიძლიათ, მოინახულოთ ეს ოჯახი! მათი მისამართია: ქუთაისი, დავითაშვილის ქუჩა პირველი ჩიხი, N1. ტელ.: 555453456, 555578301. თუ თქვენ არ გაქვთ დრო, რათა თავად მოინახულოთ თეიმურაზი, თანხა შეგიძლიათ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: თეიმურაზ შალამბერიძე). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ფონდის საიტიდანაც: “,- აცხადებენ ფონდში.
R