ლევან სურგულაძე: 3 იანვრიდან დღემდე ჩვენს სისტემაში გაწევრიანდა 51, 870 კერძო კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაციები

“3 იანვრიდან დღემდე ჩვენს სისტემაში გაწევრიანდა 51, 870 კერძო კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაციები სრულად“, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეის მონაცემებით, საპენსიო სააგენტოში 793 200 ინდივიდური მონაწილეა გაწევრიანებული.
,,3 იანვრიდან დღემდე ჩვენს სისტემაში გაწევრიანდა 51, 870 კერძო კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაციები სრულად. 793 200 ინდივიდური მონაწილე გვყავს დღეის მონაცემებით. ეს, პრაქტიკულად, 100-პროცენტიანი გაწევრიანებაა, რადგან, სტატისტიკის ეროვნული ბიუროს თანახმად, საქართველოში 800 ათასი დასაქმებულია. ჩვენ უკვე ვუახლოვდებით 100 პროცენტს“, – აცხადებს ლევან სურგულაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები