ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ტყიბულში ქვანახშირის კარიერში ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყოლილი 55 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
სამაშველო სამუშაოები ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ ღია მოპოვების ერთ-ერთ კარიერზე მიწა გუშინ ჩამოიშალა და იქ მომუშავე კაცი მოიყოლა.
ტყიბულში მომხდარ შემთხვევას ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი შეისწავლის

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები