თელავში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

თელავში, ქუთაისის ქუჩაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მანქანა მოცურდა და ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მთვრალ მდგომარეობაში.
დანაშაული თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ითვალისწინებს.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები