თბილისში, მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, მტკვარში, ფონიჭალის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ცხედარი წყლიდან უკვე ამოასვენეს.
გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობა უცნობია.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები