ალი ბაბაევი: არიან ძალები, რომლებსაც უნდათ, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით საქართველო-აზერბაიჯანს შორის არეულობა, დესტაბილიზაცია იყოს

„საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარის, ალი ბაბაევის განცხადებით, არიან ძალები, რომლებსაც სურთ, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით საქართველო-აზერბაიჯანს შორის დესტაბილიზაცია იყოს. ამის შესახებ ალი ბაბაევმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელებისთვის ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობა ისეთი საკითხია, რომელიც ძალიან გვაღელვებს. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, ეს პროცესები ძალიან გაჭიანურდა. არიან ძალები, რომლებსაც უნდათ, რომ ამ პროცესში რაღაც არეულობა, დესტაბილიზაცია იყოს ორ ქვეყანას შორის. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ. ამიტომაც ჩვენ ველოდებით ქვეყნის ხელისუფლებების მიერ გატარებულ ღონისძიებებს.
ვიცით, რომ საქართველოს აქვს 20% მიწების დაკარგული, ასევე, 20% აქვს – აზერბაიჯანსაც. ერთსა და იმავე მდგომარეობაში არიან, მაგრამ ამ საკითხში ვფიქრობ, უნდა მოინახოს კომპრომისი და ეს ურთიერთობა არ დაიძაბოს.
ამ კომპრომისად შეიძლება, მივიჩნიოთ  საზოგადოების ჯანსაღი ძალების ჩართულობა ამ საკითხში. მზად ვარ, რომ იყოს რაღაც ჯგუფი საქართველოსა და აზერბაიჯანის მხრიდან, თუნდაც არასამთავრობოების დონეზე, თუნდაც მეცნიერთა აკადემიის მხრიდან იყოს დიალოგის საშუალება, რომ რაღაც რეკომენდაცია მივცეთ კომისიას”, – განაცხადა ალი ბაბაევმა.
მისივე თქმით, ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში არეულობის შექმანს გარე ძალებიც ცდილობენ.
„ქართულ საზოგადოებაში დაძაბვის პროცესი უკვე არის. თუნდაც იმ ძალებს, რომლებსაც ქვეყნის სასიკეთოდ არაფერი გაუკეთებიათ, იმ პარტიებს, რომლებსაც რეიტინგი ნული აქვთ, იმ არასამთავრობოებს, რომლებსაც დაფინანსება უკვე შეწყვეტილი აქვთ, უნდათ, მანიპულაციით არეულობა შემოიტანონ ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში
არიან გარე ძალებიც. რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, ის ძალები, რომლებსაც არ უნდათ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს ასეთი ურთიერთობა აქვთ. ესენი ჩვენი მეზობელი ქვეყნები არიან, რომლებიც კონფლიქტში არიან ჩვენს ქვეყნებთან. ერთი, რომელსაც საქართველოს მიწების 20 % აქვს ათვისებული, აზერბაიჯანიც ასეთ მდგომარეობაშია. ამიტომაც, გონიერება გვმართებს, რომ ეს ხალხი არ გავახაროთ”, – განაცხადა ბაბაევმა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები