ლაგოდეხის ნაკრძალში დაკარგული გოგონას ძებნა გრძელდება

კახეთში, ლაგოდეხის ნაკრძალში დაკარგული გოგონას ძებნა გრძელდება.
16 წლის მოსწავლე გუშინ ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარე გურგენიანის ჩანჩქერზე თანაკლასელებთან ექსკურსიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მდინარეში ჩავარდა.
ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები.
დილიდან სამძებრო სამუშაოებში მყვინთავებიც ჩაერთნენ.
სამძებრო სამუშაოებში ასამდე ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის – ადგილობრივი მოსახლეობიდან მოხალისეები.
თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები