თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეეზღუდება

0
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლებისა და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში  10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვისა და ჭელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, მირცხულავას, წყალტუბოსა და აგლაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში  10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტყვარჩელის, ბერბუკის, ასლანიდის, ალმასიანის, ბიძინა კვერნაძის, აფაქიძის, ბოჭორიშვილისა და ფიზკულტურის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, ლვოვის, კანდელაკის, ლევანდოვსკის, ლომონოსოვის, გამყრელიძის, ცხინვალის, ონიაშვილის, ყუშიტაშვილისა და ბუდაპეშტის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ხოლო  11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 და მე-13 კილომეტრების მცხოვრებლებს.
 
კრწანისის რაიონში 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიუმას ქუჩის მაცხოვრებლებს.
 
მთაწმინდის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, თელეთის, შინდისისა და წავკისის მცხოვრებლებს. 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში  10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთისა და სოფელი დიდების მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი