დაცული ტერიტორიების სააგენტო, ლაგოდეხში, ადიდებულ მდინარესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

0

დაცული ტერიტორიების სააგენტო, ლაგოდეხში, ადიდებულ მდინარესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

,,ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, „ნინოსხევის ჩანჩქერის” მარშრუტზე ადიდებულია მდინარე და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ლაგოდეხის ადმინისტრაცია აღნიშნულის შესახებ აფრთხილებს ყველა ვიზიტორს და ალტერნატიული ტურისტული ბილიკებით სარგებლობის შესაძლებლობას სთავაზობს.
ვიზიტორთა ქცევის წესების დარღვევა, რაც აღნიშნული მითითებების გაუთვალისწინებლობასა და თვითნებურ ქმდებაში გამოიხატა, დღეს, „ნინოსხევისჩანჩქერის” მარშრუტზე უბედური შემთხევვის მიზეზი გახდა.

დაცული ტერიტორიები სსააგენტო გაფრთხილებთ, დაემორჩილოთ სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების მითითებებს და მკაცრად დაიცვათ ვიზიტორთა ქცევის წესები,”- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი