თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველომ შთამბეჭდავი ტრანსფორმაცია განიცადა და ის წარმატების მაგალითია

0

საქართველო თურქეთისთვის არამხოლოდ მეგობარი და მეზობელი ქვეყანაა, არამედ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორიც, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს წერილშია ნათქვამი, რომელიც მან თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოუგზავნა.

წერილში მევლუთ ჩავუშოღლუ ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, საქართველომ შთამბეჭდავი ტრანსფორმაცია განიცადა და ის წარმატების მაგალითია.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ ხალხს ბედნიერებასა და კეთილდღეობას უსურვებს და იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული სამაგალითო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტიკცების საწინდარი გახდება.​

კომენტარები

კომენტარი