ილჰამ ალიევი სალომე ზურაბიშვილს: აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობები ჩვენი ხალხის ნებიდან მომდინარეობს, რომლებიც ისტორიულად, მეგობრულ პირობებში ცხოვრობდნენ

0

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობები, ჩვენი ხალხის ნებიდან მომდინარეობს, რომლებიც ისტორიულად, კეთილმეზობლურ და მეგობრულ პირობებში ცხოვრობდნენ. კმაყოფილების მიზეზია მაღალი დონის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, რომელიც ასეთ მტკიცე ნიადაგს ეფუძნება. ჯერა, ჩვენი თანამშრომლობა, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ნდობასა და მხარდაჭერას ეფუძნება, მომავალშიც განაგრძობს განვითარებას, ჩვენი ხალხების სასარგებლოდ.

ამ შესანიშნავ დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას საქმეში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს კეთილდღეობასა და აყვავებას ვუსურვებ“, – წერს ილჰამ ალიევი.

კომენტარები

კომენტარი