იუსტიციის მინისტრის მოადგილე: გვარამიას განცხადება არის მძიმე ბრალდება და სტრასბურგის სასამართლოს შეურაცხყოფა

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ სტრასბურგში საქართველოს წარმომადგენელმა მოსამართლემ, ლადო ჭანტურიამ “რუსთავი 2”-ის საქმეზე სამოსამართლეო ეთიკა დაარღვია, ამიტომ მის აცილებას მოითხოვს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე პასუხობს.

ლორთქიფანიძე გვარამიას განცხადებას სტრასბურგის სასამართლოს შეურაცხყოფას უწოდებს.

„გვარამიას განცხადება არის მძიმე ბრალდება და სტრასბურგის სასამართლოს შეურაცხყოფა. ალბათ, წარმოსადგენია, რა მძიმე მდგომარეობაშია ბატონი გვარამია ჩავარდნილი, რადგან ასეთი ბრალდებების იმედად დარჩა. რაც შეეხება იუსტიცის სამინისტროს, რომელიც საქართველოს მთავრობას წარმოადგენს სტრასბურგის სასამართლოში, ის მოპასუხეა და ჩვენ მშვიდად ველოდებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მივიღებთ და შევასრულებთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რასაც სტრასბურგის სასამართლო “რუსთავი2”- ის საქმეზე მიიღებს“,- განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები