ანსამბლი “შავნაბადა”, 26 მაისთან დაკავშირებით, კონცერტს ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტთან გამართავს

ხვალ, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი “შავნაბადა” და სახელმწიფო ანსამბლი “ერისიონი”, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კონცერტს ყაზბეგის საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართავენ. საზეიმო ღონისძიებების ორგანიზატორი საქართველოს ფინანსთა სამინისტროა. “ერისიონთან” და შავნაბადასთან” ერთად, კონცერტში მონაწილეობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლებიც მიიღებენ.

აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი “შავნაბადა” ლარსის გამშვებ პუნქტთან დაგეგმილ კონცერტზე სპეციალურად შერჩეული რეპერტუარით წარდგება. ანსამბლის ინფორმაციით, “შავნაბადა” იმ უნიკალური მუსიკალურ ნიმუშებს წარმოადგენს, რომელიც ქართველი და უცხოელი მსმენელისთვის ერთნაირად სასიამოვნო მოსასმენი იქნება.

ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს, ტურისტებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს, შესაძლებლობა ექნებათ, საინტერესო საგამოფენო სივრცეები დაათვალიერონ, სადაც უნიკალური ისტორიული და საარქივო ფოტომასალა იქნება წარმოდგენილი. დამთვალიერებელს შეეძლება, საინფორმაციო სტენდების საშუალებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში განთავსებული ხუროთმოძღვრების ძეგლების, გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების, სხვადასხვა საინტერესო ფაქტისა და მოვლენის შესახებ ცოდნას ეზიარონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები