თბილისში, ახუნდოვის მუზეუმში, აზერბაიჯანული სამოსების ჩვენება გაიმართება

თბილისში, 28 მაისს, ახუნდოვის მუზეუმის ორგანიზებით, აზერბაიჯანული ტრადიციული სამოსის ჩვენება გაიმართება. ტრადიციულ სამოსს აზერბაიჯანელი მოდელები მოირგებენ. წარმოდგენა 15:00 საათზე დაიწყება და 16:00 დასრულდება. ​

ცნობისათვის, ახუნდოვის მუზეუმი გორგასლის 17 ნომერში მდებარეობს, სადაც დაცულია აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწეებისა და მწერლების მირზა-ფათალი ახუნდოვის, ნარიმან ნარიმანოვის და მამედ ყული ზადეს მემორიალური ნივთები, აგრეთვე, საქართველო-აზერბაიჯანის კულტურული ურთიერთობების ამსახველი ფოტომასალა, წიგნები, დოკუმენტები, სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურის გამოცემები აზერბაიჯანულ ენაზე და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები