საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში ბრალდებულს 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში ბრალდებული გ.ჭ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ჭ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინ სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა, რასაც 2018 წლის 31 აგვისტომდე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თბილისში მდებარე მის საცხოვრებელ ბინაში.
სამართალდამცველებმა გ.ჭ. 2018 წლის 31 აგვისტოს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ჭ. დამნაშავედცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები