მეის გადაწყვეტილების შემდეგ, დატოვოს თანამდებობა, მაკრონი “ბრექსითის” შესახებ განმარტებებს ითხოვს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მიესალმება დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ტერეზა მეის თავდადებულ შრომას, რომელმაც საკუთარი გადადგომის შესახებ გამოაცხადა.
მაკრონი “ბრექსითის” შესახებ განმარტებებს ითხოვს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგეტნო “ფრან პრესი” ავრცელებს.
ტერეზა მეის განცხადებით, ის კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობას 7 ივნისს დატოვებს.
შესაბამისი განცხადების გაკეთება მას თანაპარტიელებმა აიძულეს, მათ შორის – მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, რომლებიც უკმაყოფილოები არიან ტერეზა მეის მიერ წარდგენილი შეთანხმებით “ბრექსითთან” დაკავშირებით.
“ძალიან ადრეა, ვიფიქროთ ამ გადაწყვეტილების შედეგებზე. ევროპული კავშირის პრინციპების შესრულება დაცული იქნება, კერძოდ, ევროკავშირის კარგი მუშაობის პრიორიტეტის შენახვა, რაც განმარტებას მოითხოვს”, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები