ანრი ოხანაშვილი: ორგანიზებულ დანაშაულსა და “ქურდულ სამყაროსთან” ბრძოლის წინააღმდეგ ფარული საგამოძიებო მოქმედებები აუცილებელია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარ​ე, ანრი ოხანაშვილი თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ საქართველოში 2017-2019 წლებში ფარული მიყურადების რეგულირებისა და პრაქტიკის შესახებ გამოქვეყნებულ კვლევას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ორგანიზებულ დანაშაულსა და “ქურდულ სამყაროსთან” ბრძოლის წინააღმდეგ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება აუცილებელია. ამიტომ, მისივე ვარაუდით, ფარული მოქმედებების მატება ამ სახის დანაშაულთან ბრძოლის გამკაცრებით შეიძლება იყოს განპირობებული.
„ამ სახის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დროს საგამოძიებო მოქმედებების გამოყენება აუცილებელია. როცა სახელმწიფო გადაწყვეტს, ორგანიზებულ დანაშაულსა და ქურდულ სამყაროს ებრძოლოს, ლოგიკურია, რომ ფარული საგამოძიები მოქმედებები მნიშვნელოვანია ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობისთვის.
​რაც შეეხება ოპონენტების განცხადებებს – ფარულ მოქმედებებზე ილუზია იმათ ექნებათ, ვინც ხელისულებაში ყოფნის დროს მსგავსი ქმედებებით იყვნენ დაკავებულები. ჩვენთვის მიუღებელია პოლიტიკური ოპონენტების მიმართ უკანონო ქმედებების განხორციელება”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები