ბექა ნაცვლიშვილი: არცერთ პარტიაში თავს არ მოვიაზრებ

“მე არცერთ პარტიაში თავს არ მოვიაზრებ”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნაცვლიშვილმა უპასუხა კითხვას – ვიხილავთ თუ არა მას რომელიმე პარტიაში, რომელსაც მისი კოლეგები, მმართველი გუნდის ყოფილი წვერები ქმნიან. საუბარია პარტიებზე, რომელთა შექმნასაც უახლოეს პერიდოში ეკა ბესელია და დავით ჭიჭინაძე აანონსებენ.
„ვინ რა პარტიას აკეთებს, გულწრფელად რომ გითხრათ, ჯერ მეც ვერ გავიგე. მე არცერთ პარტიაში თავს არ მოვიაზრებ. ასეთი პარტიები იქმნებოდა და შემდეგ იშლებოდა, რაც არის ძალიან სამწუხარო. პარტიის შექმნას სჭირდება სხვა საფუძველი, ფუნდამენტი. ეს უნდა იყოს მყარად ჩამოყალიბებული, ხედვებით გაერთიანებული ადამიანების ერთობა, რომელიც არა მხოლოდ რაღაც  კონკრეტულ საკითხებზე იქნება ორიენტირებული, არამედ ექნება ქვეყნის პრობლემებსა და პოლიტიკასთან დაკავშირებით კომპლექსური ხედვა იმიტომ, რომ დღეს არის კრიზისი. ეს არის, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური და სოციალური კრიზისი, რომელიც შემდეგ სხვა კრიზისებს ამწვავებს. აქედან გამომდინარე, გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ ვხედავ დღეს ვერცერთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც კრიზისიდან გამოიყვანდა ამ ქვეყანას. პარტიები აღარ უშველის ამას. ამას უშველის თავად ხალხი. ახლა მთავარი იქნება ადამიანების დაორგანიზება განსაკუთრებით ისეთი საკითხების ირგვლივ, როგორიცაა შრომა, სოციალური პოლიტიკა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები