სკოლებში სწავლა ხვალიდან განახლდება

  განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების გადაწყვეტილებით, ხვალიდან სასწავლო პროცესი განახლდება. ყველა იმ სკოლაში, სადაც მენინგიტის შემთხვევების გამო, უმცროსკლასელთათვის არდადეგები იყო გამოცხადებული, სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
განათლების მინისტრის ინფორმაციით, იმ სკოლებში, სადაც სწავლა უფრო ადრე შეწყდა, გაცდენილი დღეები შაბათ-კვირის ხარჯზე ანაზღაურდა.
მთავრობის წევრების თქმით, მენინგიტის გავრცელების საფრთხე შემცირებულია და მდგომარეობა სტაბილურია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები