“შარკის” ადმინისტრაცია: ვერცერთი ბარი იკისრებს და სახლამდე არაფხიზელ ადამიანს ვერ მიაცილებს

გუშინ გვიან ღამით რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში მდებარე ბარ რესტორანში მომხდარ ინციდენტს “შარკის” ადმინისტრაცია გამოეხმაურა. განცხადება ადმინისტრაციამ “ფეისბუქგვერდზე” გაავრცელა, სადაც წერია, რომ დაპირისპირება დაწესებულების შიგნით არ მომხდარა და გარე პერიმეტრზე საქმეზე პასუხისმგებლობას სხვა უწყებები იღებებენ.

“ძალიან ბევრი რამ დაიწერა და ითქვა გუშინდელ ამბებთან დაკავშირებით და, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ აუცილებელია მოვლენებს შორის ლოგიკური ბმის გაკეთება ამ ქაოსში, რომელიც ინფორმაციის არასწორმა ინტერპრეტაციამ გამოიწვია
გუშინ ღამითშარკის” ტერიტორიაზე მოვიდა სამი არასრულწლოვანი ადამიანი არაფხიზელ მდგომარეობაში, რომელსაც აეკრძალა “შარკისტერიტორიაზე შესვლა არაფხიზელი მდგომარეობის გამო, რომელსაც ემატებოდა მათი არაადეკვატური და ცენზურას აცდენილი საქციელი. შესაბამისად, დაცვის თანამშრომელმა მშვიდობიანად მოსთხოვა მათშარკისტერიტორიის დატოვება, რომელსაც მათი მხრიდან მოჰყვა აგრესია. საბოლოოდ,  შარკიდან” ისინი გაიყვანეს. ამის შემდეგ  რაც მოხდა ბარის ტერიტორიის გარეთ, ჩვენთვის უცნობია და ამაზეშარკიპასუხისმგებლობას იხსნის. ჩვენ ვერ ვაგებთ პასუხს თავისუფალი მოქალაქის საქციელზე, რომელიც ჩვენი იურიდიულად განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებს სცდება. ამისთვის არსებობენ შესაბამისი ორგანოები, რომლებიც ვალდებულები არიან, იზრუნონ ხალხის უსაფრთხოებასა და ქალაქის სიმშვიდეზე და, როგორც მოგეხსენებათ, ამის ვალდებულებას ვერცერთი ბარი  იკისრებს და სახლამდე ვერცერთ მის ტერიტორიაზე მისულ არაფხიზელ ადამიანს ვერ მიაცილებს”, – ნათქვამია “შარკის” განცხადებაში. 

შეგახსენებთ, წუხელ გვიან ღამით, რუსთავში, ბარ-რესტორან “შარკის” მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვნებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.  

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები