57 წლის ლელა თამარაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება – მარტოხელა ქალის მდგომარეობა რთულია

“ჩერნოვეცკის ფონდის” ინფორმაციით, 57 წლის ლელა თამარაშვილს გულის საშინელი ტკივილები აწუხებს. ამ მარტოხელა ქალის მდგომარეობა რთულია. მან დაკარგა მომავლის იმედი, განსაკუთრებით კი დღესასწაულებზე ითრგუნება, რადგან სადღესასწაულო მხიარულება მხოლოდ მოგონებებში დარჩა.
ჩვენ გავესაუბრეთ ლელა თამარაშვილს:
– მოგვიყევით თქვენს ოჯახზე.
– მეუღლეს 32 წლის წინ დავშორდი. მარტო ვზრდიდი ორ შვილს. მქონდა ბინა, სამსახური… პროფესიით ექიმი-ფიზიოთერაპევტი ვარ, მაგრამ 2008 წელი ჩემთვის საბედისწერო აღმოჩნდა. აგვისტოს ომის დროს რუსული სამხედრო მანქანა დაგვეჯახა, ჩემ გარდა ყველა დაიღუპა, ვინც იჯდა მანქანაში. უამრავი მოტეხილობით მოვხვდი საავადმყოფოში. ერთი პერიოდის მანძილზე, თითქოს, უკეთ გავხდი, თუმცა 6 თვის შემდეგ ინსულტი დამემართა, რამაც, ფაქტობრივად, საწოლს მიმაჯაჭვა.
– სირთულეები ამით არ დასრულდა?
– ბინა ბანკში ჩავდე, გავყიდე ყველაფერი ძვირფასი, რაც მქონდა, დავიწყე ხანგრძლივი ამბულატორიული მკურნალობა. ბინა დავკარგე და ახლა ვცხოვრობ მიტოვებულ შენობაში. თუმცა ვერც ეს შეედრება იმ ტკივილს, რაც გადავიტანე მანამდე. 12 წლის ბიჭი დავკარგე, მანქანამ გაიტანა. ღმერთმა არავის აგრძნობინოს ასეთი ტკივილი. ამაზე აუტანელი და მძიმე არაფერი არსებობს.
– ნათესავები არ გყავთ?
– მყავს მეორე ვაჟი, რომელიც უკრაინაში წავიდა. ძალიან დიდი ხანია, კონტაქტზე აღარ გამოდის, არც ვიცი, არის თუ არა ცოცხალი. აღარავინ დამრჩა…
– თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია ამ ეტაპზე?
– საშინელი ტკივილი მაწუხებს გულის არეში, ღამით არ მძინავს უჰაერობის გამო. ერთი ფეხი და ხელი პარალიზებული მაქვს, დამოუკიდებლად ვერ დავდივარ.
– თქვენი შემოსავალი რამდენ ლარს შეადგენს?
– სოციალური შემწეობა – 30 ლარი, ინვალიდობის პენსია – 80, 200-ის ნაცვლად, რადგან 4 წლის წინ ძალიან დამჭირდა ფული და წინასწარ ავიღე… მოკლედ, 110 ლარზე ვცხოვრობ.
– ვინმე თუ გეხმარებათ?
– მხოლოდ ღმერთს არ დავავიწყდი! ზოგჯერ მეზობლები საჭმელს მომაწოდებენ… იმ შემთხვევაში, როცა აქვთ, თვითონაც ძალიან გაჭირვებულები არიან.
– ეს რა შენობაა, სადაც თქვენ ცხოვრობთ?
– ეს პოლიციის მიტოვებული განყოფილებაა. რამდენიმე წლის წინ, 4 უსახლკარო ოჯახი შემოსახლდა აქ და მათ შორის – მე. ამ პატარა ოთახში საშინელი ნესტია, ბნელა, კედლები ლპება, ტუალეტიც აქვეა.
– მერია ან დეპუტატი თუ გეხმარებათ?
– მერია მეხმარება – წელიწადში რამდენჯერმე მცირე თანხას გამოყოფს. თვეში 200 ლარის მედიკამენტები მჭირდება. არ მყოფნის, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ვკმაყოფილდები იმით, რაც არის. გარდა ამისა, ახლა მერიას უფასოდ შემოჰყავს ბუნებრივი აირი, თუმცა თანხა არასდროს მექნება იმისთვის, რომ ვიყიდო გაზქურა…
– ჩვენ წერილს მივწერთ საარჩევნო უბნის დეპუტატს თქვენ შესახებ, რა გსურთ, რომ სთხოვოთ?
– მე სახსრების სერიოზული ოპერაცია მჭირდება და ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის, უფასოდ ჩამიტაროს. თუმცა, თავს ვიკავებ, რადგან პოსტოპერაციული ამბულატორიული მკურნალობის კურსის ჩატარებისთვის ფული დამჭირდება, დაახლოებით, 500 ლარი, ეს ჩემთვის კოლოსალური თანხაა.
– ამ ეტაპზე, რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?
– საკვები, ჰიგიენური საშუალებები, თეთრეული, არ მაქვს მაცივარი, სარეცხის მანქანა, გაზქურა…
– ლელა, რაზე ოცნებობთ?
– ჯანმრთელობაზე, რა თქმა უნდა. ვოცნებობ, რომ ჩემით გავიარო ოთახში, შემიწყდეს შეტევები… ზოგჯერ სასოწარკვეთაში ვვარდები, ვტირი და მხოლოდ ჩემი ბიჭუნას სულისთვის ლოცვა თუ მამშვიდებს.
მეგობრებო, ქალბატონი ლელა 57 წლისაა. მას სჭირდება, რომ იგრძნოს ჩვენი თანადგომა. საერთო მონდომებით ჩვენ შევძლებთ, რომ დავუბრუნოთ მას სიცოცხლის იმედი!
თქვენ შეგიძლიათ, თავად მოინახულოთ ქალბატონი, გაუწიოთ დახმარება ან, უბრალოდ, გაამხნევოთ. მისამართი: თბილისი, ცოტნე დადიანის 34, კორპუსი 1, პოლიციის ყოფილი განყოფილება, ტელ.: 574111129
თანხა შეგიძლია ჩარიცხოთ “ჩერნოვეცკის ფონდის” ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლელა თამარაშვილი).
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ფონდის საიტიდანაც – https://chernovetskyifund.ge/ge/projects/456-tamarashvili/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები