იტალიაში, სიენას ავტოტრასაზე დღეს დილით ტურისტული ავტობუსი ამობრუნდა, სადაც 60 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის არიან საქართველოს, ყაზახეთის, სომხეთის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები. მომხდარის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
ინციდენტის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქე. მედიის ცნობით, ავტობუსი ადგილობრივ ტუროპერატორს ეკუთვნოდა. ინციდენტის სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.