აშშ-მა თურქეთს С-400 გამო ულტიმატუმი წაუყენა

“თურქეთს ორი კვირა აქვს იმისთვის, რომ უარი თქვას რუსეთთან მოლაპარაკებაზე სარაკეტო სისტემა С-400-ის შეძენასთან დაკავშირებით.
აღნიშნული ულტიმატუმი ამერიკამ თურქეთს წამოუყენა”, – იუწყება ტელეარხი CNBC.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვაშინგტონის მოთხოვნა საბოლოოა და განხილვას ან გადავადებას არ ექვემდებარება.
ძირითადი მიზეზი, თუ რატომ უნდა თქვას უარი თურქეთმა რუსული იარაღის შეძენაზე, როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის აცხადებს, ეს არის რუსული იარაღის ნატო-ს სტანდარტებთან შეუსაბამობა. პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში თურქეთის მიმართ სანქციები დაწესდება, შედეგად კი შესაძლოა, ქვეყანა ახალი ამერიკული გამანადგურებლის – F-35-ის შექმნის პროგრამიდან ამოვარდეს.
კონტრაქტის თანახმად, რუსეთმა თურქეთს საზინიტო-სარაკეტო კომპლექსის С-400 ოთხი დივიზიონი უნდა მიაწოდოს, რომლის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები