პოლონეთში, ტორნადოს შედეგად, 100-ზე მეტი სახლი დაინგრა
პოლონეთში, ვოიცეხის რაიონში, ტორნადოს შედეგად 100-ზე მეტი შენობა დაინგრა, მათგან 48 საცხოვრებელი სახლია. სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას რადიოსადგური RMF FM-ი ავრცელებს.
ძლიერი ქარი ხეებს გლეჯდა და სახლების სახურავებს ანადგურებდა. სახლების აღდგენას, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სამხედროები მოახდენენ. ამ დროისთვის, სტიქიის შედეგად დაზარალებულ რაიონში ელექტრომომარაგებაა შეზღუდულია. ასევე არ მუშაობს წყლის მიწოდების სისტემა.