ჩეხეთში ანტისამთავრობო მიტინგები მიმდინარეობს

ჩეხეთში, პრაღის ცენტრში ათასობით მოქალაქე საპროტესტო აქციაზე გამოვიდა. ისინი იუსტიციის მინისტრის, მარია ბენეშოვას გადადგომას ითხოვენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათ ცნობით, აქციების მიზეზი ბენეშოვას გადაწყვეტილება გახდა, ჩაატაროს პროკურატურაში რეფორმები და გააუქმოს გენერალური პროკურორის თანამდებობა. ბენეშოვასა და მოქმედ პრემიერმინისტრს, ანდრეი ბაბიშს კორუფციულ სკანდალთან აკავშირებენ.
აღსანიშნავია, რომ ზუსტად გენერალურ პროკურორს შეუძლია, გადასცეს სასამართლოს ბაბიშზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე.
გარდა ამისა, მანიფესტანტები იწვევენ ბაბიშს, მიიღოს მონაწილეობა სატელევიზიო დებატებში, რათა საკუთარი ოფიციალური პოზიცია წარადგინოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები