კახა კალაძე: ჩვენ დავდებთ იმ შედეგს, რომელიც, პირველ ყოვლისა, სჭირდება მთაწმინდას

“ჩვენ მთაწმინდაზე პირველივე ტურში გავიმარჯვეთ და, ასევე, მეორე ტურშიც ჩვენი კანდიდატი პირველ ადგილზე უნდა გავიდეს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მეორე ტურში აქტივობა აუცილებლად იქნება გასაზრდელი.
“ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ჩვენ დავდებთ იმ შედეგს, რომელიც, პირველ ყოვლისა, სჭირდება მთაწმინდას, მთაწმინდელებსა და პარტია ”ქართულ ოცნებას“. რაც შეეხება დაბალ აქტივობას – ის შუალედურ არჩევნებს ახასიათებს და ეს ჩვეულებრივი მომენტია. გარდა ამისა, ძირითადი აქცენტები იყო სამეგრელოზე, ზუგდიდზე, შესაბამისად, იქ ძალიან მაღალი აქტივობაც იყო და შედეგიც დაიდო. ამიტომ, მთაწმინდაზე მეორე ტურის არჩევნებზე აქტივობა აუცილებლად იქნება გასაზრდელი და დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურში გავიმარჯვებთ“ , – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ერთმანეთს “ქართული ოცნების” კანდიდატი – ლადო კახაძე და საარჩევნო ბლოკის “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები” კანდიდატი – შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები