მიხეილ სააკაშვილი: მხარს ვუჭერთ შავგულიძეს მთაწმინდაზე და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ იქაც

„მხარს ვუჭერთ შავგულიძეს მთაწმინდაზე და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ იქაც“, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, სანდრა რულოვსი კონსულტაციებს აწარმოებს ყველა ლიდერთან.
„ახლა უნდა გადავიდეთ შემდგომ გეგმაზე. მხარს ვუჭერთ შავგულიძეს მთაწმინდაზე და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ იქაც. სანდრა კონსულტაციებს აწარმოებს ყველა ლიდერთან, მთავარია, რას ვეტყვით ჩვენ ხალხს. ხალხი ითხოვს შველას, დახსნას, ხალხი ითხოვს ორგანიზებას და არა – გაჩერებას. ხელების ჩამოშვებასა და დანებებაზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ, ამიტომ სანდრა და სხვა ბევრი წავა, მოივლის მთელს საქართველოს, ქუჩა-ქუჩა და სოფელ-სოფელ დაიწყებს ხალხის ორგანიზებას, რადგან ისინი გადამწყვეტ მომენტში მიიყვანონ შუშის სასახლესთან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები