ირაკლი ღარიბაშვილი: ხალხმა კიდევ ერთხელ გამოგვიცხადა ნდობა და ამისთვის მინდა, მათ კიდევ ერთხელ გადავუხადო გულწრფელი მადლობა

ხალხმა კიდევ ერთხელ გამოგვიცხადა ნდობა და ამისთვის მინდა, მათ კიდევ ერთხელ გადავუხადო გულწრფელი მადლობა, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი არხის გადაცემაში ,,თავისუფალი ხედვა” განაცხადა.

მისი თქმით, კარგ შედეგთან ერთად გამოიკვეთა რაღაც მომენტები, რომლის გაძლიერებაც „ქართულ ოცნებას“ მომავალში მოუწევს.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ზოგადად, შუალედური არჩევნები ნაკლები აქტიურობით გამოირჩევა, მოქალაქეები არ არიან მოტივირებული და შუალედური საპარლამენტო არჩევნები მათთვის პრინციპული არჩევანი არ არის.

„ჩემი ანალიზით და შეფასებით, მთაწმინდის მოსახლეობისთვის პრინციპში, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ერთი წელი ვინ იქნებოდა მათი დეპუტატი. მე ასე ვთვლი ამას. ვფიქრობ, რეალურად, ეს იყო იმის განმაპირობებელი, რომ დაბალი აქტივობა მივიღეთ. მოსახლეობა არ იყო მოტივირებული, რომ პრინციპული არჩევანი გაეკეთებინათ. მათ პრინციპული არჩევანი გააკეთეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და ჩვენ ვნახეთ, რა შედეგიც მივიღეთ. მათ შორის, მთაწმინდაზე და ყველგან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები