„კონტაქტი” – ფილოსოფიურ-შემეცნებითი ინკლუზიური სპექტაკლი დაიდგმება

28 მაისს,  19:00 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე, „ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრის“  ფილოსოფიურ-შემეცნებითი ინკლუზიური სპექტაკლი –  „კონტაქტი” გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სპექტაკლი მოგვითხრობს გზაზე, რომელსაც სული დაბადებამდე გადის. დადგმაში ნაჩვენებია მთავარი გმირების სხვადასხვა განზომილებაში გადაადგილება, მათი შეხვედრა უცნაურ არსებებთან, რაც დაბადებისთვის მზადების პროცესს ასახავს. მთავარი გმირები ეძებენ კარს, რომელიც მათ დედამიწასთან დააკავშირებს. ყველაფერი სულის განსხეულებით მთავრდება და გვახსენებს, რომ ყოველი ადამიანი მნიშვნელოვანი და უნიკალური დანიშნულებით ევლინება მატერიალურ სამყაროს.

რეჟისორი და იდეის ავტორი: ირა კოხრეიძე
სცენოგრაფი/კოორდინატორი: გიორგი მიქაბერიძე
პიესის ავტორი: ირა კოხრეიძე, გიორგი მიქაბერიძე
მუსიკალური გაფორმება: ბაჩი თომაძე (FOREST)

მონაწილეობენ:
მარიამ კაპანაძე
გიორგი პოლოლიკაშვილი
სესილი ღვინჯილია
მარიამ იორდანაშვილი
გვანცა ჯავახიშვილი
სანდრო დარსაველიძე
გიორგი ბუბაშვილი
ლუკა უშვერიძე
მაშიკო თვალაბეიშვილი
გიორგი გვასალია
ნინი ელიოზიშვილი
მარტინა რაკაუსკაიტე
დორა ანდრე
ანა ხაჩიძე
ანანო ჩიტაძე
მარიამ ფირცხალავა
გიორგი მიქაბერიძე.

“ირა კოხრეიძის თეატრალური დასი” დაარსადა 2015 წელს. დამაარსებლები: ირა კოხრეიძე, გიორგი მიქაბერიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები