„კართაგენი უნდა დაინგრეს!“ – მერაბ კოსტავას საიუბილეოდ, დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება

23 მაისს, 18:00 საათზე, ეროვნული არქივის კინოთეატრში ნაჩვენები იქნება გოგა ხაინდრავას დოკუმენტური ფილმი „კართაგენი უნდა დაინგრეს!“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ფილმის ჩვენება  საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას დაბადებიდან 80 წლის საიუბილეო  თარიღთან დაკავშირებით  გაიმართება, რომელიც 26 მაისს სრულდება.
ფილმი, რომელიც მერაბ კოსტავას ცხოვრებასა და მოღვაწეობას შეეხება, გოგა ხაინდრავამ 2013 წელს გადაიღო.
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი, 22 მაისიდან 7 ივნისამდე,  მერაბ კოსტავას საიუბილეო გამოფენასაც უმასპინძლებს, რომელზეც წარმოდგენილი იქნება მერაბ კოსტავას პირადი არქივში, კერძო კოლექციებსა და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული საარქივო მასალა და ფოტოები.
დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები