ანქვაბი: ვეცდებით, მოვლენების განვითარების უკრაინული სცენარი არ დავუშვათ

    ჩვენ ყველანარიად ვეცდებით, მოვლენების განვითარების უკრაინული სცენარი არ დავუშვათ,- ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა რადიოსადგურ ,,კომერსანტის“ ეთერში განაცხადა.
„გადატრიალებებს არასდროს მოუტანიათ სახელმწიფოსთვის სარგებელი, მათ ყოველთვის ტრაგიკული მოვლენები, მსხვერპლი, სისხლისღვრა სდევს თან. უკრაინა ამის დადასტურებაა”, – აცხადებს ანქვაბი. ანქვაბის თქმით, ის ოპოზიციასთან დილოგისთვის მზად არის, რათა კონკრეტული შედეგი დადგეს.
ალექსანდრე ანქვაბის ექსკლუზიური ინტერვიუს მორიგ ნაწილს ავრცელებს ასევე სააგენტო „ლაიფნიუსი“. ინტერვიუში ოკუპირებული აფაზეთის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებს. ცოტა ხნის წინ ის რუსეთის წარმომადგენელს – ვლადისლავ სურკოვს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ სურკოვმა აღნიშნა, რომ კრემლი არ აპირებს აფხაზეთის შიდა საქმეებში ჩარევას. პარალელურად, საგანგებო განცხადებას ავრცელებს რაულ ხაჯიმბა. ეგრეთ წოდებული ოპოზიციის ლიდერი ამბობს, რომ აფხაზეთში ამ დროისთვის ორი სახელისუფლებო ორგანო – თვითგამოცხადებული პარლამენტი და ეგრეთ წოდებული ნდობის საბჭო მოქმედებს. მისი თქმით, ანქვაბმა ლეგიტიმურობა დაკარგა და მისი განცხადებები სასაცილო ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები