“მიხარია, რომ „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ არიან ადამიანები, რომლებიც ხვდებიან, რომ რევოლუციური სცენარები ქვეყანას არ წაადგება”

„მიხარია, რომ „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ არიან ადამიანები, რომლებიც ადეკვატურად აფასებენ მდგომარეობას და ხვდებიან, რომ რევულუციური სცენარები, ქვეყნის „ადუღება” და ა.შ. არც ქვეყანას წაადგება და არც მხარდაჭერას მოიპოვებს ქართველებში“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პირველმა ვიცესპიკერმა – თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
ჩუგოშვილი ფიქრობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ სერიოზული განხეთქილებაა.
„გუშინ გავრცელდა ჩანაწერები და ეს მოგვიანებით ყოფილმა პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მათთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, თუ რა იქნებოდა არჩევნების შედეგები. ისინი აპირებდნენ ჯერ ზუგდიდის “ადუღებას”, შემდეგ – აჭარისა და მთელი საქართველოსი. ამას აცხადებენ ყველა არჩევნების დროს, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ გამოუვიდათ და არც გამოუვათ არა იმიტომ, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს, არამედ იმიტომ, რომ ეს არ არის ის, რაც საქართველოს მოსახლეობას უნდა. ქართველ ხალხს ეს არ სჭირდება. ქართველს ხალხს მშვიდი, სტაბილური და დემოკრატიული განვითარება სჭირდება. ყოფილი პრეზიდენტისა და მისი მეუღლის რიტორიკა სრულიად აცდენილია მოსახლეობის მოთხოვნებს”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილიმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები