საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობისა და შუალედური არჩევნების ყველა საარჩევნო უბანი ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა და ხმის დათვლის პროცესი დაიწყო.
დღეს, თბილისში, N 1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართა.
გარდა ამისა, დღესვე, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები ჩატარდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 19 მაისის არჩევნებს 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6 139 და 7  საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი დააკვირდა.
არჩევნების დღე  45-მა მედიაორგანიზაციის 1 917-მა წარმომადგენელმა გააშუქა.

19 მაისის არჩევნებზე, მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ, სულ რეგისტრირებული იყო დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები