ბურჯანაძემ თელავის მერობის და კახეთის რაიონების გამგებლობის კანდიდატები წარადგინა

   „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ ლიდერმა ამომრჩეველს დღეს თელავის მერობისა და კახეთის რვა რაიონის გამგებლობის კანდიდატები წარუდგინა. თელავის მერობისთვის თამაზ არჯევანიძე იბრძოლებს. დღესვე სიის პირველი ნომრებიც დასახელდნენ. ნინო ბურჯანაძემ მომხრეებს წინასაარჩევნო პრიორიტეტები გააცნო და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
როგორც ბურჯანაძემ თელავში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში მას მწვავე რეაქცია ექნება.
“თუ ვინმე ჩვენი პატიოსანი ბრძოლის მაქინაციებით გადახაზვას და ხელისუფლებიდან ჩვენს ჩამოშორებას შეეცდება, ამას ადეკვატური რეაქცია მოყვება. საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენ არ გამოვხატეთ პროტესტი, ოღონდ „ნაციონალური მოძრაობა“ მოშორებოდა ხელისუფლებას.
მაგრამ ახლა გარწმუნებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა მოვიპოვოთ ჩვენი ძალიან პატიოსანი წინასაარჩევნო ბრძოლით“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები