“ნაცმოძრაობა” სასულიერო პირს საარჩევნო უბნის კურთხევის უფლებას არ აძლევდა

ზუგდიდის N5 საარჩევნო უბანზე, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის პროტესტი, ვლაქერნის ღვთისშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მოძღვრის, დეკანოზ ფრიდონის გამოჩენას მოჰყვა. დეკანოზი საარჩევნო უბანს აკურთხებდა.
​მაია კალანდიამ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, ეს ადამიანი ნამდვილად სასულიერო პირი იყო თუ უბრალოდ, გადაცმული მოქალაქე.

კომისიის თავმჯდომარემ, ანი თოდუამ “კვირას” განუცხადა, რომ მამა დეკანოზს მაია კალანდია კარგად იცნობს და მისი პროტესტი აბსურდულია. მისი განმარტებით, დეკანოზი უბანზე იმიტომ შეუშვეს, რომ ამ დროს იქ არცერთი ამომრჩეველი არ იმყოფებოდა და შესაბამისად, ხმის მიცემის პროცესიც არ შეფერხებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები