კახა კალაძე NDI-ს, IRI-ს ოფისების ხელმძღვანელებს და ევროსაბჭოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე საქართველოში NDI-ს ოფისის ხელმძღვანელ ლუის ნავაროს, IRI-ს ოფისის ხელმძღვანელს ანდრეა კარბსს და ევროსაბჭოს მისიის ხელმძღვანელს კატერინა ბოლონეზეს შეხვდა.
უწყების ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს. კახა კალაძის თქმით, “ქართული ოცნება” მოწოდებულია წინასაარჩევნო კამპანიის მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში ჩასატარებლად.