მარნეულში “ევროპული საქართველოს” წევრს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაულებენ

“ევროპული საქართველოს” წევრის განცხადებით, მარნეულში სადახლოს N31 უბანზე მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. თამირ ალიევის თქმით, მას 6 ადამიანი უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე  სახის არეში ურტყამდა, მიზეზი კი, როგორც თავად ამბობს, მისი თანაპარტიელების საარჩევნო უბნიდან გამოძევება გახდა.
ინფორმაციას უარყოფს N31 უბნის თავმჯდომარე. მისი თქმით, როგორც უბნის შიგნით, ისე მის გარეთ, არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, ფაქტს არ ჰყავს თვითმხილველები.
არასამთავრობო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი გაერთიანება “ჯერ საქართველოს” დამკვირვებელი მაზახიტ გოისუბოვი ალიევს პროვოკაციის მოწყობაში და დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
“შეხედეთ, თუ ექვსმა ადამიანმა სცემა და სახის არეში ურტყეს, დაზიანებები რატომ არ ემჩნევა? არაფერი არ მომხდარა, ტყუილს ამბობს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სურს”,- განაცხადა მაზახით გოისობუვმა.

ადგილზე მოგვიანებით პოლიცია მოვიდა და “ევროპული საქართველოს” წევრი გამოკითხეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები