ჭიათურაში რიგგარეშე არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ჭიათურაში რიგგარეშე არჩევნებისთვის საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა. 56-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. პირველმა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის შუალედური არჩევნები მთაწმინდის ოლქში ტარდება, ხოლო მერების რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში, ესენია: მარნეული, ჭიათურა, ზესტაფონი, ზუგდიდი და ხულო. დღეს ტარდება საკრებულოების შუალედური არჩევნები საგარეჯოს, ადიგენის, ახმეტის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებშიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები