ზუგდიდში 107-ვე საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა

ზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიის ინფორმაციით, 107-ვე საარჩევნო უბანი დროულად, ზუსტად 7:00 საათზე გაიხსნა. რაც შეეხება ამომრჩევლის მიღებას, რომლისთვისაც ყველა უბანი 8 საათზე მზად უნდა ყოფილიყო, კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი ამბობს, რომ 7 უბანი ამომრჩევლის მისაღებად ცხრის წუთებზე იყო მზად, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ პირველი ამომრჩევლის მიღება მცირე დროით დაგვიანდა.

საოლქოში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების ცნობით, ამ წუთებში საჩივარი იწერება #73 უბანზე. კერძოდ, ოპოზიციის წარმომადგენლები საჩივარს მმართველი პარტიის წევრის მიმართ წერენ, რომელბაც მათივე ცნობით, კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა, იმ მიზეზით, რომ მას არ სურდა გადასატან ყუთს გაყოლოდა.

ამ დროისთვის, “ქართული ოცნების” წარმომადგენლის პოზიცია უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები