“ამ ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი პროტესტი გამოეხატათ, მაგრამ ისინი გასცდნენ კანონის ჩარჩოებს” – გორდულაძე

“აუცილებელია, ადამიანებმა გამოხატონ თავიანთი პროტესტი (თუ დააფიქსირონ თავიანთი აზრი), მაგრამ მთავარია, რომ ეს იყოს კანონის ჩარჩოებში და სრულად იყოს დაცული კანონის მოთხოვნები”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

დეპუტატი მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

“ამ ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი პროტესტი გამოეხატათ, მაგრამ ისინი გასცდნენ კანონის ჩარჩოებს. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოწოდების საფუძველზე – დაეცვათ კანონი, გადასულიყვნენ სავალი ნაწილიდან, გაეთავისუფლებინათ გზა, რომლითაც ფერხდებოდა ნებისმიერი მოქალაქის თავისუფალი გადაადგილების უფლება, თავისუფალი ცხოვრების უფლება და მშვიდ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა, ამ ადამიანებმა ეს ყველაფერი არ გააკეთეს”, – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები