“საინტერესოა, ვარჰეი თუ მოუწოდებს ტრამპს, არ მიიღოს კანონი, რომლითაც აიკრძალება ბავშვებში სქესის შეცვლა” – გორდულაძე

“საინტერესოა, ვარჰეი თუ მოუწოდებს ტრამპს, არ მიიღოს კანონი, რომლითაც აიკრძალება არასრულწლოვან ბავშვებში სქესის შეცვლა”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

„ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანისთვის, ერისა და ქვეყნისთვის ძალიან სამწუხარო და მიუღებელია, რომ ვინმე თითის დაქნევით ესაუბრებოდეს. იგივე რეაქცია გვაქვს ჩვენ, როდესაც თითის დაქნევითა და შანტაჟებით გვესაუბრებიან იმ კანონების გაუქმებაზე, რომელთა ნაწილი, მათ შორის ისევ ევროპულ ქვეყნებში მოქმედებს, როგორიც არის გამჭვირვალობის კანონი. გავახსენებ, რომ როდესაც საქართველოში მიიღებოდა გამჭვირვალობის კანონი, პარალელურად საფრანგეთშიც მიიღეს ზუსტად ანალოგიური კანონი.

რაც შეეხება ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონს, საინტერესოა, ვარჰეი თუ მოუწოდებს ტრამპს, არ მიიღოს კანონი, რომლითაც აიკრძალება არასრულწლოვანებში სქესის შეცვლა“, – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები