კულტურის მინისტრმა ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი მოინახულა
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თინათინ რუხაძე, სახელოვნებო სფეროში მოქმედი ორგანიზაციების გაცნობას აგრძელებს. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, იგი ამჯერად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია და არსებულ ვითარებას გაეცნო.
მინისტრმა უნივერსიტეტის რექტორთან, თემურ კეჟერაძესთან და ადმინისტრაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სამინისტროს სახელით მხარდაჭერა აღუთქვა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა.
ინფორმაციისთვის: ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში ერთადერთი უმაღლესი სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც სწავლება ხელოვნების ოთხი (თეატრი, კინო, მუსიკა, სახვითი ხელოვნება) მიმართულებით მიმდინარეობს.