“გუშინ სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ყველაფერზე, თუმცა პასუხი არ გასცა კითხვას, ნიშნავს საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას თუ არა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ვინაიდან არ ასრულებს პრეზიდენტის კონსტიტუციურ ვალდებულებას.
“თუ სალომე ზურაბიშვილი კვლავ დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, არ შეასრულებს კონსტიტუციაში პირდაპირ გაწერილ საკუთარ მოვალეობას და არ დანიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა. შესაბამისად შევიკრიბებით პარლამენტში და შევუდგებით საპარლამენტო საქმიანობას“, – განაცხადა მდინარაძემ.