ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მამუკა ცირდავას 3000 ლარი გირაო შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დადიანების ეზოში, სანდრა რულოვსის მონაწილეობით გადაცემის ჩაწერისას მომხდარი ინცინდენტის მონაწილე მამუკა ცირდავას აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო, 3000 ლარის ოდენობით შეუფარდა, გირაოს გადახდა მან 15 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს. გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო, რითაც  პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მამუკა ცირდავა, რომელმაც სხდომაზე თქვა, რომ ბრალს აღიარებს, პროცესში ადვოკატის გარეშე მონაწილეობდა. ის პროკურორის შუამდგომლობას სრულად დაეთანხმა. მის მიმართ საქმე ჯგუფურად, ორი პირის მიმართ, განხორციელებულ ძალადობას ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით არის აღძრული.

შეგახსენებთ, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, 14 მაისს, ტელეკომპანია “ოდიშის” გადაცემა “ლუსტრაციის” ჩაწერის დროს, რამდენიმე ადამიანმა გადაცემის წამყვანს, მონაწილეებსა და ფოტოგრაფს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ ერთ პირს, გელა კვარაცხელიას აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები