მდინარაძე – ოპოზიციაზე: ისინი არიან აგონიაში ცალკე დამარცხებით, ცალკე იმ უპერსპექტივო გამოსვლებით, რასაც ახლა აწარმოებენ
“ისინი არიან აგონიაში ცალკე დამარცხებით, ცალკე იმ უპერსპექტივო გამოსვლებით, რასაც ახლა აწარმოებენ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე, რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
“ისინი ითხოვენ ევროპელებისგან, რომ საქართველოს მოსახლეობა და საკუთარი სამშობლო დასაჯონ ევროპელებმა რაიმე გზით, ევროპელები ვერ და არ უკმაყოფილებენ ამას, რადგან ობიექტური მოცემულობა არ არსებობს. ისინი ხალხის დასჯას ითხოვენ, იმხელა აგრესია აქვთ ხალხის და საკუთარი სამშობლოს მიმართ, რომ ვეღარ მალავენ უკვე. მეტად დადასტურებული, რომ ისინი ჯაშუშები არიან, აქამდე არ ყოფილა. უკვე ყველამ ერთობლივად მოაწერა ხელი საქართველოს და ქართული საზოგადოების დასჯას, ჯაშუშობის უფრო მყარი მტკიცებულება ალბათ მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს“, – განაცხადა მდინარაძემ.