“ამ ხალხს, „ტოპ ტვინებს” ოკუპირებული აქვთ ადამიანების ტვინები, რომელთაც სჯერათ, რომ ელექტრონულ არჩევნებში 300 ათასი ხმის გაყალბება შეიძლება” – მდინარაძე

“თუ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, ამ ხალხს, „ტოპ ტვინებს“, ოკუპირებული აქვთ ადამიანების ტვინები, რომელთაც სჯერათ, რომ ელექტრონულ არჩევნებში 300 ათასი ხმის გაყალბება შეიძლება”, – ამის შესახებ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არანაირი რესურსი ამ პროტესტს არ შეიძლება, ჰქონდეს.

“რაიმე გაყალბების შესახებ დღემდე მათ არა თუ ერთი მტკიცებულებაც კი, არამედ ვერსიაც კი არ წარმოუდგენიათ. ანუ, რას ამტკიცებენ, ამის ვერსიაც კი არ წარმოუდგენიათ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები