მამუკა მდინარაძე – ოპოზიციაზე: შეუძლებელია, მათ გეგმა ჰქონდეთ
„ოპოზიციამ იმხელა ტყუილი აკადრა საზოგადოებას, შეუძლებელია, მათ გეგმა ჰქონდეთ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის მიზანია, აქციებზე პროვოკაციები მოაწყოს.
“ოპოზიციამ იმხელა ტყუილი აკადრა საზოგადოებას, შეუძლებელია მათ გეგმა ჰქონდეთ. ერთადერთი, ზოგადი წარმოდგენა აქვთ, რომ იქნება რაღაცა პროვოკაცია მოაწყონ, პროვოკაციას გამორჩნენ ამ აქციებიდან, რომ შემდეგ ამ პროვოკაციის შედეგებით კვლავ იმანიპულირონ. მეტი გეგმა მათ არ გააჩნიათ”, – აღნიშნა მდინარაძემ.