გორდულაძე – გამოძიებაზე: თუ ოპოზიციონერები გამოკითხვაზე ტყუილს იტყვიან, სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ
“როდესაც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, როდესაც ერთი შენიშვნა, ერთი საჩივარი არ აქვთ დაწერილი და შემდეგ, რამდენიმე დღის მერე გაახსენდათ, რომ თურმე არჩევნები გაყალბებული და მოპარულია, ზუსტად ამის გამო უწევთ ასეთი უშინაარსო, უსაფუძვლო, ყველანაირი ტყუილით სავსე განცხადებების გაკეთება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე საგამოძიებო უწყებაში მიმდინარე გამოძიებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
“რაც მთავარია, როდესაც საგამოძიებო სამსახურებში მათ აქვთ მისვლისა და ჩვენების მიცემის ვალდებულება, ეს ადამიანები ამას ყოველთვის თავს არიდებენ. ამას მარტივი მიზეზი აქვს, თუ იტყუებიან, მათ დაეკისრებათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამიტომ გაურბიან გამოკითხვას და ცდილობენ თქვან, რომ არჩევნების გაყალბება საჯაროდ ცნობილი ფაქტია”, – აღნიშნა გორდულაძემ.